TaoNews.Ge

“სააკაშვილი,  თავს აღარასდროს არ გაწირავს, რადგან მას იმდენი აქვს დასაკარგი”-მაია ნიკოლეიშვილი

„ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ახლა საერთო მოკავშირე გვყავს“ – სააკაშვილი თოლორაიას

მიხეილ საა„ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  წერს და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მიმართავს,

სააკაშვილი თოლორაიას მოუწოდებს, რომ გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა.

“მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას, გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით.

მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს – ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა.

თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან.

ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს – ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!