TaoNews.Ge

ფოთის და მარტვილის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს – ისინი საქმიანობას გახარიას გუნდში გააგრძელებენ

ფოთში, მერიის შენობის წინ, ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, როგორც ფოთის, ისე მარტვილის მერებმა მათ შეხვედრისას პარტიისა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

მათივე განცხადებით, გახარიას გუნდში გადადიან და საქმიანობას იქ გააგრძელებენ.

“დილით მქონდა შეხვედრა ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადავმდგარიყავით, კერძოდ, დავით გუშიანისგან იყო დავალება, როგორც ვიცი. მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს უკვე  მეორე საკითხია.

ნამდვილად არანაირი არსებითი მნიშვნელობა მას არ აქვს. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად, ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ, მოთხოვნა თანამდებობის დატოვების და ჩვენც ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში ძალიან  ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას ბატონი გიორგის გუნდში,” – განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ, პაატა ლაგვილავამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!