TaoNews.Ge

ფედერერის დამარცხებით ბასილაშვილმა ზონდერ-ფაშისტურ-ფემინისტური სექტაც დაამარცხა რომელმაც კინაღამ მისი კარიერა შეიწირა

ფედერერის დამარცხებით ბასილაშვილმა ზონდერ-ფაშისტურ-ფემინისტური სექტაც დაამარცხა რომელმაც კინაღამ მისი კარიერა შეიწირა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა  როჯერ ფედერერის ძლევის შემდეგ (3:6, 6:1, 7:5) კომენტარი გააკეთა. ნიკოლოზის განცხადებით, როჯერი მისი კერპი იყო და მასთან გამარჯვებაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.

,,დაუჯერებელია. როჯერ ჩოგბურთში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. უბრალოდ, მის წინააღმდეგ თამაშიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის დაბრუნდა და თამაშს კვლავ აგრძელებს.

ნამდვილად, მის წინააღმდეგ გამარჯვება ოცნების ასრულებაა. ის ყოველთვის ჩემი კერპი იყო და დარწმუნებული ვარ ბევრი ჩოგბურთელისა და გულშემატკივრისთვისაც. წარმოუდგენელი ჩოგბურთელია, ამიტომაც, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი აზრით, ფედერერი კორტზე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა და კორტს მიღმა წარმოუდგენელი ადამიანია“, – აღნიშნა ნიკოლოზმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება იმითაცაა აღსანიშნავი, რომ მას საკმაოდ მძიმე დროება დაუდგა როცა მისმა ყოფილმა ცოლმა ნელი დოროყაშვილმა გამოგონილი ბრალდებით მას შსს-ში უჩივლა.  დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს  ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას. ნიკოლოზი პასუხისგებაში მიეცა  126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბ“ ქვეპუნქტით და დღეს იგი ბრალდებულია. მას  ბრალი ედება ქმედებაში, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ნიკოლზს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და იმედია ამას სასამართლოც გაიზიარებს, საწყენი ისაა რომ საქართველოში მოქმედი ზონდერ-ფაშისტურ-ფემინისტურმა სექტამ რომლის გავლენის ქვეშაა ხელისუფლება უდიდესი ტრავმა მიაყენა ნიკოლოზს და კინაღამ მისი კარიერა შეიწირა. დიდი ხანი ნიკოლოზი თამაშის მოგებას ვერ ახერხებდა ამ ტრავმის გამო და სასიხარულოა რომ დღეს  ფედერერის დამარცხებით ბასილაშვილმა ზონდერ-ფაშისტურ-ფემინისტური სექტაც დაამარცხა რომელმაც კინაღამ მისი კარიერა შეიწირა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!