TaoNews.Ge

“ციხიდან გამოიყვანეთ და საკუთარ მორალურ დილემებს თავადვე გაუმკლავდით! “- ნიკა გვარამია მელიაზე

“ფბ-პეიჯმა დაიწყო ტროლ-ბოტების დაბლოკვის ფართომასშტაბიანი სამუშოები”-ნიკა გვარამია “მთავარი არხის” Facebook-გვერდზე

“ვანეიტრალებთ ოცნების მიერ კარგად დაგეგმილ ტროლ-ბოტებით ხალხის ფრუსტრირების კამპანიას” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქზე” წერს და განმარტავს, რომ “მთავარი არხის” Facebook-გვერდზე დაიწყო ტროლ-ბოტების დაბლოკვის ფართომასშტაბიანი სამუშოები, რასაც შედეგად რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით ტროლ-ბოტის იდენტიფიცირება მოჰყვა,

“მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ფბ პეიჯმა დაიწყო ტროლ-ბოტების დაბლოკვის ფართომასშტაბიანი სამუშოები. ამას მოყვა რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით ტროლ-ბოტის იდენტიფიცირება და 2 მილიონზე მეტი კომენტარის წაშლა. რიჩის, ანუ ე.წ. წვდომის შემცირება ამის თანმდევი შედეგია, თუმცა, ჩვენ ამოვდივართ ჩვენი მაყურებლის ინტერესიდან და ვანეიტრალებთ ოცნების მიერ კარგად დაგეგმილ ტროლ-ბოტებით ხალხის ფრუსტრირების კამპანიას.

ასევე, ვიდრე პროცესი მიმდინარეობს (რამდენიმე დღეში მორჩება), შეფერხებები იქნება პეიჯის მუშაობაში, რაზეც წინასწარ გიხდით ბოდიშს. გმადლობთ, რომ თვალყურს გვადევნებთ. მთავარი ხართ თქვენ (და არა რიჩი )”,– წერს ნიკა გვარამია

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!