TaoNews.Ge

ფაშინიანი-ყარაბაღის საკითხი არ მოგვარებულა

ფაშინიანი-ყარაბაღის საკითხი არ მოგვარებულა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  მედიასთან ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ განცხადება გაკეთა:

„ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარებულა. ბევრი კითხვა იქნება, თუ რისთვის დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცებს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან კონკრეტულად მინდა. ჩვენი ბიჭები დაეცნენ იმისთვის, რომ დღეს, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყარაბაღის საკითხი არ მოგვარებულა. აზერბაიჯანის გეგმა იყო, რომ ყარაბაღში ფიზიკურად არ უნდა ყოფილიყვნენ სომხები. ეს ყველამ ვიცით. დღეს არცახი [ყარაბაღი] არსებობს, არცახელი სომხები არსებობენ და მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი დაღუპული ძმების, ჯარისკაცებისა და ჩვენი ჯარის წყალობით ხდება. დიახ, ჩვენ მწარე ომი გამოვიარეთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ რაც გვაქვს, ეს ჩვენი ჯარისკაცების წყალობით გვაქვს. ”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!