TaoNews.Ge

უნგრეთმა ლგბტ პროპაგანდა აკრძალა

უნგრეთში მაღაზიებში ლგბტ თემატიკის შემცველი წიგნები ცალკე, „დახურულ შეფუთვაში“ გაიყიდება

უნგრეთმა, ლგბტ პროპაგანდის არასრულწლოვნებში აკრძალვის შესახებ მიღებული ახალი კანონის ფარგლებში, ლგბტ თემატიკის საბავშვო წიგნების გაყიდვის წესები გაამკაცრა.

როგორც სააგენტო როიტერი წერს, უნგრეთმა მის ქვეყანაში მაღაზიებს დაავალა, ჰომოსექსუალიზმის წამახალისებელი საბავშვო წიგნები „დახურულ შეფუთვაში“ გაყიდონ. შეზღუდვა ეხებათ იმ წიგნებსაც, რომლებიც ახდენენ სქესის შეცვლის პროპაგანდას და მათში მკაფიოდ არის აღწერილი სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები.

ასეთი წიგნები მაღაზიებში ცალკე უნდა გაიყიდოს და ასევე, მათი გაყიდვა აიკრძალა სკოლებიდან და ეკლესიებიდან 200 მეტრის სიახლოვეში.

alt info

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!