TaoNews.Ge

ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს-ვლადიმერ პუტინი

უნგრეთი პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს

უნგრეთი პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშიმ.

უნგრეთმა ხელი მოაწერა და რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც შეიქმნა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC), რომელმაც გასულ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

„ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ უნგრეთის კანონს და ამის საფუძველზე ვერ დავაპატიმრებთ რუსეთის პრეზიდენტს, რადგან ICC-ის სტატუტი უნგრეთში არ არის გამოქვეყნებული“, – აღნიშნა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით.

„ეს გადაწყვეტილებები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, რადგან მათ უფრო მეტ ესკალაციამდე მივყავართ და არა მშვიდობისკენ, ეს არის ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება“, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!