TaoNews.Ge

“ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით”- ნინო წილოსანი

უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი, თვლის, რომ ლავროვის განცხადება ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგაა გაკეთებული

„ალბათ, ლავროვის განცხადება უხერხულობა იმისთვის არის, ვისთვისაც ის ავტორიტეტი ან სანდო ადამიანია. „ალტ-ინფოს“ დასმულ კითხვაზე ლავროვის პასუხზე ნარატივის აგება არ მგონია, რომ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი საქმე იყოს. მე დიდი სანდოობით ვერ განვიმსჭვალებოდი ვერცერთი რუსული ოფიციალური წარმომადგენლის მიმართ.

მარტივად შეიძლება დავინახოთ ყველაფერი – ყველა საკვანძო მომენტში, დაწყებული 2003 წლიდან, ივანოვის აქ ჩამოსვლიდან და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, რაღაც სიტუაციებში გარკვეული მოკავშირეობა იგრძნობოდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსეთს შორის. კონკრეტული ფაქტების გარეშე არავის დავადანაშაულებ პრორუსულობაში და რუსეთის ინტერესების დაცვაში, თუმცა, გარკვეულწილად, ეს ძალიან თვალნათელი არის. ვიცით, რომ პოლიტიკა ძალიან პრიმიტიულად არ კეთდება და ლავროვის ეს განცხადება რომ კონკრეტულ მიზანს ატარებდა, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ დასმული კითხვა, ესეც ბუნებრივია. ეს ინტერესები ნამდვილად არ ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებს. ადვილია დავინახოთ ის კავშირი, რაც ამ განცხადებას და ჩვენს საწინააღმდეგო ინტერესებს შორის შეიძლება, არსებობდეს. ოკუპანტი ქვეყანა რომ გაქებს, ზუსტად იქ იმალება ძაღლის თავი. ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომ ეს ყველაფერი გარკვეული მიზნობრიობით კეთდება და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მიზანს ატარებს“, – განაცხადა ,,ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!