TaoNews.Ge

უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი -უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გამოდიან ინიციატივით დაიწყონ გაძლიერებული დიალოგის ფორმატი-ევროკავშირი+ 3 ასოცირებული პარტნიორები

უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი -უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გამოდიან ინიციატივით დაიწყონ გაძლიერებული დიალოგის ფორმატი-ევროკავშირი+ 3 ასოცირებული პარტნიორები

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გამოდიან ინიციატივით “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში დაიწყონ გაძლიერებული დიალოგის ფორმატი “ევროკავშირი + 3 ასოცირებული პარტნიორები”, განსაკუთრებით თავისუფალი სავაჭრო ზონის და დარგობრივი ინტეგრაციის განხორციელების.
 ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს, რომელიც შედგა გერმანიაში სამუშაო ვიზიტის დროს.
,, ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს უფრო ღრმა ინტეგრაციას შესთავაზებენ “უფრო მეტი მეტისთვის” მიდგომის საფუძველზე. ,,ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია, ენერგო უსაფრთხოება, ევროკავშირის მწვანე კურსი, ჯანდაცვა ეს ის სფეროებია, რომლებიც უკრაინის ინტერესს წარმოადგენს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ”- განაცხადა შმიგალმა
 პრემიერ მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აქტუალური საკითხია თანამშრომლობის უსაფრთხოების განმტკიცება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, პირველ რიგში რეგიონში რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.
 ცალკე უკრაინის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წევრობა ნატოში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს და გააძლიერებს მთლიანობაში ევროპულ უსაფრთხოებას.
”ასევე უკრაინა იმედს გამოთქვამს გერმანიის მხარდაჭერის, ქვეყნის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის მიწოდებაში”, – დასძინა შმიგალმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!