TaoNews.Ge

უკრაინის მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს დავით არახამია უხელმძღვანელებს

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადას დეპუტატი, დავით არახამია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაარსებული მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ უკრაინული მედიისთვის ცნობილი გახდა 13 მარტს, მმართველი პარტიის ახლად შექმნილი პოლიტსაბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ.

მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე, დავით არახამიამ განცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო იქნება იდეების და დოქტრინების სამჭედლო და მმართველი პოლიტიკური ძალის სტრატეგიის შემუშავებაზე იმუშავებს.
2019 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დავით არახამია ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის სიის მეოთხე ნომერი იყო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არახამია დანიშნა სახელმწიფო კონცერნ “უკრაბანოპრომის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

IT კომპანია “თრანის მონსტრის” (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქში, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კი, 1992 წელს, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!