TaoNews.Ge

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა ზრდის დაძაბულობას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა ზრდის დაძაბულობას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალირი საგანგებო განცხადება:
,,უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა ზრდის დაძაბულობას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. ამრიგად, რუსეთის საოკუპაციო ძალების ოპერატიული ჯგუფის პირველი და მეორე საარმიო კორპუსის დანაყოფები და ნაწილები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა მოყვანილი. მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა გამოიყვანეს შვებულებიდან, პირები, რომლებიც მკურნალობდნენ სამედიცინო დაწესებულებებში, ვადაზე ადრე გაგზავნეს პოზიციებზე, ხოლო მოწინავე შენაერთების მიერ მიმდინარეობს საბრძოლო მარაგების შევსება.
ამავდროულად, ოკუპანტთა სამხედრო პერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობაში ვრცელდება ჭორები საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობის შესახებ, მათი შესაძლო ესკალაციით სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში, ყირიმში 17-18 მარტს ნახევარკუნძულის ოკუპაციის მორიგი წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელობის მონაწილეობით.
საინტერესოა ერთი დეტალი, საგანგებო განცხადება ნატოსა და უკრაინის დროშების ფონზე გაკეთდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!