TaoNews.Ge

უკრაინაში,“მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის” სტატუსი ზედიზედ მესამედ ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესს მიენიჭა

უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა – გაერო

რუსულმა აგრესიამ ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად 160 ათასი კი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია, – ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.

„ცნობილია, რომ უკრაინაში სულ მცირე 160 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა“, – აღნიშნა გრიფიტსმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უსაფრთხო ადგილის საძიებლად ქვეყანა ნახევარ მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ რეალური რიცხვები შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე და დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!