TaoNews.Ge

დონბასში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება – რეზნიკოვი

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, შეტევითი მოქმედებების დრო დაკავშირებულია ამინდის პირობებთან.

„მათ [ლეოპარდის ტანკებს] ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევაში ნახავთ. კონტრშეტევა დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელია ყველაზე შესაფერისი მომენტი. ეს ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვიხილავთ“, – აღნიშნა რეზნიკოვმა. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!