TaoNews.Ge

ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს-რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება?!

“უკრაინას ძაან მძიმედ აქვს საქმე, უნდა შევუერთდეთ რუსეთის საბანკო სისტემას” – ფრიდონ ინჯია

დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, რომელიც პარლამენტში ,,პატრიოტთა ალიანსის” სიით მოხვდა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო უნდა  შეუერთდეს რუსულ საბანკო სისტემა „Мир”-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სანქციებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად შეიქმნა.

– ხომ არ დადგა დრო, რომ ,,მირის” სისტემას შევუერთდეთ? და ამითი ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდესჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, რომ შევინარჩუნოთ და ხორბალი, რომელიც 2 თვის მარაგიაო, როგორც მე გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის, გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ ჩვენი ჭკუით და გაგებით. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის…+

უკრაინას ძაან მძიმედ აქვს საქმე. ის, რაც მე თებერვლის დასაწყისში ვთქვი, იმათ ხელი რომ მოეწერათ მინსკის ხელშეკრულებაზე, სხვანაირად იქნებოდა. ახლა უკვე შეიცვალა. იქ აღიარებულია ორი რეგიონი, დანარჩენი უკვე დაშლის პირასაა, სულ სხვა მდგომარეობაა. ამიტომ იმისთვის, რომ ის ჩვენი განაცხადი იყოს გამაგრებული, საჭიროა, ფეხზე დადგეს ქვეყანა და ის, რომ ჩვენ შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 ათასამდეც არ არის, უნდა აიწიოს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!