TaoNews.Ge

“ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში”- პრეზიდენტი გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებაზე

უკრაინასაც უნდა ეღირსოს ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმორწმუნე – სალომე ზურაბიშვილი

„უკრაინასაც უნდა ეღირსოს ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმორწმუნე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის მეთაურთან და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებულ წირვას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის, თუ არა აღდგენა ავტოკეფალიის, ალბათ არც თავისუფლების აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო.

არ შეიძლება, რომ დღეს არ გავიხსენო ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი და ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!