TaoNews.Ge

უკრაინამ ყირიმის გათავისუფლების სტრატეგია დაამტკიცა

უკრაინამ ყირიმის გათავისუფლების სტრატეგია დაამტკიცა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალური ქსელით Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 2014 წლიდან დღემდე საჭირო ისტორიული დოკუმენტი მიიღეს. მისი თქმით, მათ მიიღეს ყირიმის გადარჩენისა და ხელახალი ინტეგრაციის სტრატეგია და დაამატა: „ჩვენი გზავნილი ნათელია, მხოლოდ მსოფლიოს არ მოვუწოდებთ დაგვეხმარონ ყირიმის დაბრუნებაში, ამავდროულად უკრაინა ზელენსკის ლიდერობით საკუთარ სისტემატურ ძალისხმევასაც ახორციელებს.“

კულებამ დასძინა, რომ ყირიმის დასაბრუნებლად სამი ნაბიჯი არსებობს: „პირველი დღეს დამტკიცებული სტრატეგიაა, მეორე განმტკიცება: ყირიმის პლატფორმაზე პარტნიორებთან ერთობლვი მცდელობები და მესამე სინერგია: ყირიმში საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ისევ უზრუნველყოფა.“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!