TaoNews.Ge

20 ივნისს რაც მოხდა, ეს არის დაუვიწყარი სისასტიკე – მეუფე გრიგოლი

უბედურებისა და საშინელებათა თანამონაწილეა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი და მისი ე.წ. მეინსტრიმული თეოლოგების ჯგუფი-ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლი

“ძალიან გვეიმედება ახალი თაობა, რომელიც ახალ დროშია დაბადებულ-გაზრდილი; ის, რაც მათ განსაკუთრებით დასჭირდება, არის ისტორიული მეხსიერება და კიდევ, სიბრძნე, რასაც ცოდნა და გამოცდილება შესძენს. დღეს აშკარად გამოიკვეთა ქართველი ერის (თავის იდენტობაში) დაბრუნების პერსპექტივა და სირთულეები კიდევ მოიმატებს, განსაცდელი გაძლიერდება; მსგავსად ისრაელიანთა ბიბლიური ისტორიისა, თანამედროვე ფარაონი შესაძლოა კიდევ უფრო სასტიკი და ბოროტი გახდეს, რის აშკარა სახესაც ვხედავთ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. განსაკუთრებით დასანანია და სამწუხარო, რომ ამ უბედურებისა და საშინელებათა თანამონაწილეა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი და მისი ე.წ. მეინსტრიმული თეოლოგების ჯგუფი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას „მეტაფიზიკური ომის“ კვალიფიკაციას ანიჭებენ და ამით „რაშიზმის თეოლოგიას“ სთავაზობენ თანამედროვე რუსულ და მსოფლიო საზოგადოებას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ხალხს, სრულიად საქართველოს, როგორც არასდროს, გვმართებს სულიერი სიმტკიცე და ერთმანეთის გამხნევება”, – განაცხადა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა თავისი მღვდელმთავრად ქიროტონიის 27-ე წლისთავზე აღსრულებული სამადლობელი პარაკლისის შემდგომ წარმოთქმულ ქადაგებაში.
➡️ 24 მარტი, 2023 წელი; ხობის მონასტერი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!