TaoNews.Ge

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა

ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მინდელის სახელობის შახტში მოხდა.

დაშავებულია 10-მდე ადამიანი. აქედან 2 მუშის მდგომარეობაა მძიმეა.

ცოტა ხნის წინ დაშავებული 1 ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!