TaoNews.Ge

ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ნეშტი, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა

ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ნეშტი, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ცხედრები, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრები არიან: ზიგურდი მურუსიძე, ლევან ფუხაშვილი, თამაზ ტატდაევი/ჩოხელი, ჯენერი კირთაძე, მიზდონ გაზდელიანი, ლევან მემანიშვილი.

პარასკევს, 23 აპრილს, ნეშტებს, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო 24 აპრილს, 14:00 საათზე მოხდება მათი გამოსვენება.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა, სხვადასხვა ლოკაციებზეა დაგეგმილი. 4 იდენტიფიცირებული მებრძოლის – ზიგურდი მურუსიძის, ლევან ფუხაშვილის, თამაზ ტატდაევის და ჯენერი კირთაძის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე; ოჯახების სურვილით, ორ მებრძოლს – მიზდონ გაზდელიანს სამგორის რაიონში, წინუბანში, ხოლო ლევან მემანიშვილს ბოლნისში დაკრძალავენ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!