TaoNews.Ge

სუს-მა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში ბრალდებულმა გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები ჯამში 1400 ლარი, ხოლო დამატებით ყალბი 2000 ლარის გასაღება, თანმხლებ 2 პირთან ერთად განახორციელა 2021 წლის 17 მარტს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!