TaoNews.Ge

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმე წარმოებაში მიიღო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საქმე ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო. სტრასბურგის სასამართლო ნიკა მელიას დაკავების კანონიერებაზე იმსჯელებს.

როგორც პოლიტიკოსის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, ნიკა მელიას საქმე შედარებულია ისეთ გახმაურებულ პროცესებთან როგორიცაა ნავალნი-რუსეთისა და ტიმოშენკო-უკრაინის წინააღმდეგ.

“სასამართლო ახსენებს ტიმოშენკო- უკრაინის წინააღმდეგ და ნავალნი- რუსეთის წინააღმდეგ საქმეებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასასმელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას კითხვა დაუსვა მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე-18 მუხლი არის სწორედ კონვენციის ის მუხლი, რომლის დარღვევაც დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დევნა”,- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!