TaoNews.Ge

“უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსის გადასაწყვეტია და არა მოსკოვის”

სტოლტენბერგი: შევთანხმდით, რომ NATO-ს ძალები უკრაინაში არ უნდა შევიყვანოთ

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ცის დაკეტვა, ამ ეტაპზე არ განიხილება.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აგრძელებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა არ აპირებს მის საჰაერო და სახმელეთო სივრცეში NATO-ს ძალების შეყვანას.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი უარს ამბობს ცის დაკეტვაზე, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის თავზე მყოფი რუსეთის თვითმფრინავების განადგურებით შეიძლება. ამან კი, შესაძლოა, მთელი ევროპა მასშტაბურ კონფლიქტამდე  მიიყვანოს.

„ცის დაკეტვის საკითხი განიხილებოდა, თუმცა იმავდროულად მოკავშირეები თანხმდებიან, რომ არ უნდა გვყავდეს NATO-ს თვითმფრინავები უკრაინის თავზე ან ნატოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე.

ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი დახმარების ძალისხმევას და ვიღებთ ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს, მობილიზებას ვახდენთ მთელი მსოფლიოს ძალისხმევის რუსეთის დაგმობასა და უკრაინის მხარდაჭერაში.

იმავდროულად, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ არ დავუშვათ ამ ომის უკრაინის მიღმა ესკალაცია, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში იქნება და მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევალთ უკრაინაში, არც მიწაზე და არც საჰაერო ზონაში.

რა თქმა უნდა,  ცის დაკეტვის ერთადერთი გზა NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავები  უკრაინის საჰაერო ზონაში შესვლა იქნება და ცის დაკეტვა რუსეთის თვითმფრინავების ჩამოგდებით დაწესდება. 

ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, შესაძლოა, მივიდეთ  ევროპაში სრულმასტაბიანი ომის ზღვარზე, რაც შეეხება კიდევ უფრო მეტ ქვეყანას და კიდევ მეტ ადამიანურ ტანჯვას მოიტანს.

ესაა მიზეზი, რის გამოც ვიღებთ ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებას: ვაწესებთ მძიმე სანქციებს, ვაძლიერებთ მხარდაჭერას, მაგრამ იმავდროულად არ ვერთვებით NATO-ს ძალებით კონფლიქტში, არ შევდივართ არც მათ საჰაერო ზონაში და არც მის გარშემო” – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!