TaoNews.Ge

სოფო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე შვილს ელოდება.

ამის შესახებ მან ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში ისაუბრა, რომელიც ბავშვთა აღზრდას ეხება.

სოფო შევარდნაძე 42 წლისაა და ის პირველ შვილს ელოდება. მომღერალს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს და დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობს.

მედია სხვადასხვა დროს მის რამდენიმე რომანზე საუბრობდა, მათ შორის, მსახიობ ალექსეი ჩადოვთან, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებაში სოფო არასდროს ყოფილა. 21 წლის ასაკში ის გათხოვებას აპირებდა, მაგრამ ქორწინება არ შედგა.

ცნობისთვის, სოფო შევარდნაძე წლებია მოსკოვში ცხოვრობს და წარმატებული ჟურნალისტური კარიერა აქვს. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კურ თე­მებს აშუ­ქებ­ს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!