TaoNews.Ge

ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისს, 18:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

სამინისტროს ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მნიშვნელოვნად დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საკვები პროდუქტები გადაჰქონდა.

პარალელურად კი ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მათი ცნობით, 03:45 სააათზე სომხურმა ძალებმა ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რეგიონში აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სამინისტროს განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!