TaoNews.Ge

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის მეთაური თანამდებობიდან  გადააყენა

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა

სომხეთის რესპუბლიკის  მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით , ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ონიკ გასპარიანი პოსტიდან გადააყენა.   

მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენშტაბის მეთაურის გადაყენებაზე უარი თქვა. გასპარიანს ფაშინიანთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა, პრემიერმა კი ის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღიურად იმართება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!