TaoNews.Ge

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რუსული ვაქცინის შესყიდვის გამო, მზადაა თანამდებობა დატოვოს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რუსული ვაქცინის შესყიდვის გამო, მზადაა თანამდებობა დატოვოს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა, რუსული ვაქცინის შესყიდვის სკანდალის ფონზე, გადადგომისთვის მზაობა გამოთქვა.

მატოვიჩის განცხადებით, სამთავრობო კოალიციის დაშლის თავიდან ასარიდებლად, მზად არის გადადგეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის კაბინეტის წევრად დარჩება.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი მოითხოვს, თანამდებობა დატოვონ ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებმა, რომლებიც კოალიციაში შემავალ ორ სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ.

სლოვაკეთის კოალიციური მთავრობა, რომელიც დაახლოებით ერთი წელია ქვეყანას განაგებს, დაშლის პირას აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მატოვიჩმა რუსული ვაქცინა Sputnik V კოალიციაში შემავალ პარტიებთან შეთანხმების გარეშე შეიძინა.

რუსული ვაქცინის შეძენის გამო 12 მარტს თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება რუსული ვაქცინის შეძენის შესახებ გააკრიტიკა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამაც

სლოვაკეთმა რუსეთისგან ვაქცინის 2 მილიონი დოზა შეიძინა, საიდანაც 20 ათასი დოზა 1-ელ მარტს მიიღო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი პროტესტის გამო, სლოვაკეთში რუსული პრეპარატით ვაქცინაცია არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!