TaoNews.Ge

სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა

სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა

საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 15 მარტიდან ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობაში ჩაერთოს.

უწყების ცნობით, სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ამჯერად ქვემო ქართლს ეწვია და რუსთავისა და მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე მასწავლებლებს Covid-ტესტირება ჩაუტარდათ. ამასთან, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია ჰიგიენური რესურსებისა და დამცავი საშუალებების მარაგით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!