TaoNews.Ge

სინგაპურელ ბლოგერს Facebook-ზე პრემიერ-მინისტრის მიმართ ცილისწამებისთვის 98 800 დოლარის გადახდა დაეკისრა

სინგაპურელ ბლოგერს Facebook-ზე პრემიერ-მინისტრის მიმართ ცილისწამებისთვის 98 800 დოლარის გადახდა დაეკისრა

სინგაპურელ ბლოგერს, ლეონ ზე ჰიანს Facebook-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ლი სიან ლუნის მიმართ ცილისწამების გამო 133 ათასი სინგაპურის დოლარის ($98 800) გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ საააგენტო Bloomberg-ი წერს.

პრემიერის ადვოკატები კომპენსაციის სახით 150 000 სინგაპურის დოლარის ($111 400) გადახდას, ბლოგერის დაცვის მხარე კი 1 სინგაპურის დოლარის ($0,70) გადახდას ითხოვდნენ.

„მოპასუხის მხარეს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ ცილისმწამებლური განცხადებები პრემიერ-მინისტრს არ ეხებოდა. ბლოგერი ამტკიცებდა, რომ ლი სიან ლუნი სერიოზული დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული“, – განაცხადა მოსამართლემ.

2018 წლის ნოემბერში ბლოგერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ბმულად დაურთო მალაიზიური გამოცემა The Coverage-ის სტატია. მასალაში ეწერა, რომ მალაიზიის ყოფილი პრემიერი ნაჯიბ რაზაკი და სინგაპურის პრემიერი ლი სიან ლუნი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ 1MDB-ის სახსრების „გათეთრებაში“ მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!