TaoNews.Ge

“სექსი უმშვენიერესი რამაა” – რომის პაპი

„პაპი პასუხობს” – ასე ჰქვია სახელად დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ოთხშაბათს „დისნეი +”-მა გამოაქვეყნა.

ფილმი აღწერს იმ შეხვედრას, რომელიც გასულ წელს პაპს 10 ახალგაზრდასთან ჰქონდა. ახალგაზრდები 20 წელზე ოდნავ უფროსები იყვნენ.

რომის პაპს ახალგაზრდებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს, განსხვავებულ საკითხებზე, მათ შორის ისეთ წინააღმდეგობრივ თემებზე, როგორებიცაა ეკლესიისთვის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები, აბორტი, პორნო-ინდუსტრია, სექსუალური კავშირი და კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ხასიათის დარღვევები თუ დანაშაულები.

“სექსი ერთ-ერთი უმშვენიერესი რამაა, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა”, – ამბობს პაპი დოკუმენტურ ფილმში. “შენი სექსუალობის გამოხატვა სიმდიდრეა. ყველაფერი, რაც რეალური სექსუალობის გამოხატვისგან გაფერხებს, გაკნინებს და ამცირებს ამ სიმდიდრეს”, – თქვა მან ერთ-ერთ დასმულ კითხვაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!