TaoNews.Ge

ლუჩანო სპალეტი: “კვარას საქართველოს გზავნილი მხრებზე აქვს, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს”

სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

MVP გამოკითხვით პირველად გამოვლინდა და ხვიჩამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ 4 მაღალი დონის კონკურენტი ჰყავდა – პაულო დიბალა, დუშან ვლაჰოვიჩი, ლაუტარო მარტინესი და ტენ კუპმაინერსი.

„ქართველმა გარემარბმა ჩემპიონატზე დიდი ეფექტი მოახდინა. სამი გოლი და საგოლე პასი საწყის ოთხ მატჩში მხოლოდ მცირედით მეტყველებს მის თამაშზე, რომელიც შედგება ნიჭის, ტექნიკისა და სითამამისგან“, – აღნიშნა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!