TaoNews.Ge

სერგეი შოიგუ – აშშ-ის ბომბდამშენებმა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშეს

სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „გათავისუფლების“ შესახებ მოახსენა – რუსული მედია

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „განთავისუფლების“ შესახებ შეატყობინა. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედიასაშუალება INTERFAX.RU იტყობინება.

რუსული მედია წერს, რომ „მინისტრი პრეზიდენტს ქალაქ ლისიჩანსკზე სრული კონტროლის დამყარების შესახებაც“ ესაუბრა.

„არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ წარმატებული „სამხედრო ოპერაციის“ შედეგად „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „გათავისუფლების“ შესახებ პრეზიდენტს მოახსენა. წარმატებული „ოპერაცია“ მიღწეულ იქნა არმიის გენერლის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მილიციელებთან ერთად. ქალაქ ლისიჩანსკზე სრული კონტროლი დამყარებულია. გასული 24 საათის განმავლობაში გათავისუფლებული ტერიტორიების საერთო ფართობი 182 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!