TaoNews.Ge

სერბეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა

სერბეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა

სერბეთში პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩის  უკანონოდ უსმენდნენ.

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა, რომელშიც, მისივე თქმით, მმართველი პარტიის ჩინოვნიკები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ვულინის განცხადებით,სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურს და მისი ოჯახის წევრებს სისტემატიურად უკანონოდ უსმენდნენ. მინისტრმა განმარტა, რომ გამოძიებაში  ჩართული არიან  შსს-ს მაღალჩინოსნები, საქმე და მასალები გადაეცა პროკურატურის  ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტს.

”სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის უკანონო მოსმენა გადატრიალების მცდელობაა”, – განაცხადა სერბეთის მთავრობის მეთაურმა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანების დაჯგუფება უსაფრთხოების სამსახურებში, პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სერბეთის მმართველ პროგრესულ პარტიაში, რომელსაც მეც ვეკუთვნი. ეს დაჯგუფება მოიცავს როგორც კრიმინალურ ორგანიზაციებს, მაფიას, ასევე მედიას, ისევე როგორც მართლმსაჯულების სისტემის ნაწილს, და ეჭვგარეშეა, რომ   უცხოური სამსახურებიც მონაწილეობენ. მიზანი იყო სერბეთში დესტაბილიზაციის მოწყობა ვუჩიჩის ფიზიკური ან სხვაგვარად ჩამოშრებით “- თქვა ბრნაბიჩმა.

ქალაქ ნოვი-სადის მერმა,  მილოშ ვუჩევიჩმა,ჟურნალისტებს განუცხადა,  პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე  პირები, არიან მინისტრები, დირექტორები და სხვა პარტიების წარმომადგენლები..

ეჭვმიტანილ ოფიციალურ პირთა კონკრეტული სახელები არ სახელდება.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!