TaoNews.Ge

ქალაქის იმიჯის შელახვის და ფინანსური სირთულეების გამო, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

სერბეთის პატრიარქი- ევროპრაიდის“ გაუქმება აუცილებელი და გამართლებულია

6 სექტემბერს სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ “ევროპრაიდის” ჩატარების მეტად მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლის ტექსტი და ვიდეომიმართვა სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე და წამყვან მედიაში გამოქვეყნდა.

„ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, არა მხოლოდ სერბეთში, არამედ ყველგან, სადაც სერბი ხალხი ცხოვრობს, ახლა ბევრი დავა, უთანხმოება, პოლემიკა და კონფლიქტია იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქ ბელგრადში „ევროპრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს. ეს თემა ჩვენზე ხელოვნურად არის თავს მოხვეული და სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის – და ასევე ჩვენთან ერთად მცხოვრები სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხების – ღირებულებათა სისტემას. ამის შესახებ მე პირდაპირ დამიდასტურეს ტრადიციული ეკლესიებისა და რელიგიური თემების წარმომადგენლებმა. შესაბამისად, მართებულად მიმაჩნია აღნიშნული ღონისძიების გაუქმება“, – განაცხადა სერბეთის პატრიარქმა.

„ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა მამაკაცად და დედაკაცად – შესაბამისად, ქორწინება და ოჯახი, სამყაროს დასაბამიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე და სამყაროს აღსასრულამდე, განისაზღვრება, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარულით შექმნილი კავშირი. ამ კავშირის ნაწილია მათ ოჯახში დაბადებული შვილებიც. ჩვენთვის სრულიად გასაგებია ჩვენი ხალხის სამართლიანი და უდიდესი შეშფოთება იმ პოლიტიკისა და იდეოლოგიის უხეშად წინ წამოწევის და თავს მოხვევის გამო, რომელიც ანადგურებს ჩვენი იდენტობის მრავალსაუკუნოვან საყრდენს – განსაკუთრებით ეს ეხება ქორწინებისა და ოჯახის სიწმინდეს. ჩვენი ხალხი ამ ტრადიციების ერთგული იყო საუკუნეების მანძილზე, ახლა კი მუდმივ და ღრმა საფრთხეს განიცდიან.

სწორედ ამიტომ, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბრისას, ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ მიზეზები, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ „ევროპრაიდის“ გაუქმება აუცილებელი და გამართლებულია.“ – დასძინა პატრიარქმა.

„ვევედრებით ქრისტე ღმერთს, რომ წმინდა საბას ლოცვით, ამ სხვადასხვა გამოწვევებითა და პრობლემებით აღსავსე დროს, ჩვენს სამშობლოს და სერბ ხალხს აარიდოს ეს განსაცდელი“. – ნათქვამია სერბეთის პატრიარქის საგანგებო მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!