TaoNews.Ge

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები საფრანგეთში ევროპის თასზე იასპარეზებენ

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები საფრანგეთში ევროპის თასზე იასპარეზებენ

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები ევროპის თასზე საფრნაგეთში იასპარეზებენ. ამის შესახებ ვკითხულობთ არაღიარებული ქვეყნების საფებურთო  კავშირების  CONIFA.COM გვერდზე. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში  2021 წელს 9 დან 19ივნისს  ჩატარდება ევროპის თასის გათამაშება, რომელშიც სხვადასხვა ნაკრებებთან ერთად საართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების გუნდებიც  მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულით გახარებული აფხაზები და ოსები დიდი ზარზეიმით ელოდებიან საფეხბურთო ჩემპიონატს, ატარებენ რა სპარინგ მატჩებს. წინა გათამაშება სამხრეთ ოსეთის ნაკრებმა მოიგო, დაამარცხა რა 2019 წელს  დასავლეთ  სომხეთის ნაკრები 1-0.

ცოტა არ იყოს გასაკვირია აღნიშნულ ტურნირის გამართვასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების  გადაწყვეტილება.  თუ ფრანგები პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რატომ რთავენ ნებას სეპარატისტულ რეგიონების წარმომადგენლებს  საფრანგეთში შესვლის და ტურნირში მონაწილეობის უფლებას. ასევე გამაოგნებელია საქართველოს საგარეო სამინისტროს დუმილი და არანაირი ნაბიჯების გადადგმა  რათა აღკვეთილ იქნას სეპარატისტების ვოიაჟები შუაგულ ევროპაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!