TaoNews.Ge

“საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები ჩართული” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მან ოპერაცია ჩაიტარა და ამ ეტაპზე რეაბილიტაციას გადის.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჯარო აქტივობებში ვერ იქნება ჩართული.

„მეგობრებო, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფები რეაბილიტაციის რეჟიმში. თავს უკეთ ვგრძნობ და ვმუშაობ დისტანციურად, თუმცა, საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დიდი მადლობა ყველას, ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით, მადლობა ყველას წინასწარ მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის, რაც ძალიან მაძლიერებს ბოდიში, ვინც მწერდით და დროულად ვერ გიპასუხეთ“,-წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!