TaoNews.Ge

საჯარო რეესტრმა  სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია შეაჩერა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია შეაჩერა.

უწყების განმარტებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის 10 მარტს ჩატარებულ განმეორებით არჩევნების შემდეგ, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა აღნიშნული საკითხი ყრილობის დღის წესრიგში არ იდგა, რის გამოც საჯარო რეესტრმა დოკუმენტი დაახარვეზა.

პროცედურულად, რეგისტრაციის გასაახლებლად საჭიროა ან წესდების ცვლილების საკითხის ამოღება (ამ შემთხვევაში რეესტრი ტყემალაძეს კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირებს) ან ახალი ყრილობის მოწვევა და წესდების თავიდან დამტკიცება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე სოსო ტყემალაძემ გაიმარჯვა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო, დელეგატებისგან 42 ხმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!