TaoNews.Ge

მიწისძვრის მიზეზი არის მრისხანება ღმრთისა-მამა შალვა კეკელია

საჯაროდ მოგმართავ შალვა კეკელია! წინ დამიჯექი, ბიბლია დაიდე წინ და გაამართლე რამით თქვენი სადიზმი!“ – დომენიკ მანგო შალვა კეკელიას

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო შალვა კეკელიაზე:

„ეს ვირთხა შალვა კეკელია გამოდის (ის მღვდელი რომ არის, ლამაზ სახის მიმიკებს რომ იყენებს) და იძახის, ვინც ჯარს თავი აარიდა გირჩის მეშვეობით, წესს არ ავუგებთო. თურმე საპატრიარქოს უბრძანებია ასე და დახტიან ადამიანების ტანჯვაზე ეს ვირთხები!
საჯაროდ მოგმართავ შალვა კეკელია! წინ დამიჯექი, ბიბლია დაიდე წინ და გაამართლე რამით თქვენი სადიზმი! თქვე სადისტებო, რომელმა ღმერთმა გასწავლათ, რომ რაღაც ფურცლის გამო მოიძულა ვინმე უფალმა?! ეს გიწერიათ საუკუნო წიგნში? ის მაინც როგორ ვერ ამოიკითხეთ იქიდან, რომ შაბათია კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის? მიატოვებს მწყემსი თავის 99 ცხვარს და 1-ს გადაარჩენს და ისე გაუხარდება, როგორც 99-ის გადარჩენა გაახარებდა! თქვენ ადამიანთა გულების მკვლელებო! თავს გადავდებ გვერდზე და მაინც დავამსხვრევ თქვენს ბოროტების განდიდების მანიას. რა გგონიათ, რის უფლებას გაძლევთ ანაფორები, რომ გამოდგებით და თითს უქნევთ ვინმეს? ან მომტირალ დედებს თქვენს გამაყრუებელ ლოცვებს აყვედრით რაღაც ფურცლისთვის?! კონკრეტულად ამ შალვა კეკელიას მე აუცილებლად შევხვდები და მოუწევს თავი იმართლოს ბიბლიით! ვერ გაიმართლებს და მტრად გავუხდები!!!“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!