TaoNews.Ge

სახალხო დამცველი -“ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!”

სახალხო დამცველი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მიმართვას ავრცელებს და როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, დიალოგისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

“ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!” –

ნინო ლომჯარია მიმართვაში აღნიშნავს, რომ საზოგადოება ორივე პოლიტიკური მხარის გადაწყვეტილებას ელოდება:

“შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!” – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკებების ეფექტიანი წარმართვისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქვეყანაში პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მედიატორად დანიშნა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!