TaoNews.Ge

„საქსტატი“ – იანვარ-თებერვალში ექსპორტი 6.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.1 პროცენტით შემცირდა

იანვარ-თებერვალში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 6.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.1 პროცენტით შემცირდა, – აღნიშნულ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12 პროცენტით ნაკლებია.

„აქედან, ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (6.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარი (14.1 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში 664.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მარტს გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!