TaoNews.Ge

ავიაკომპანია “ბრითიშ ეარვეისი“ ითხოვს, რომ კორონავირუსზე აცრილმა მგზავრებმა შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ

საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან – რუსეთის დუმა

„რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

„ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ“, – აღნიშნა კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა.

კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის როდის და რა თანმიმდევრობით იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!