TaoNews.Ge

საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ფული იტალიიდან შემოდის

საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ფული იტალიიდან შემოდის

იტალია ფულად გზავნილებში ლიდერობა თებერვალის თვეშიც შეინარჩუნა. აღნიშნული ქვეყნიდან მიმდინარე წლის გასულ თვეს 28,55 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მას მეორე პოზიციაზე რუსეთი მოჰყვება 25,14 მლნ დოლარით, მესამე ადგილზე კი საბერძნეთი იმყოფება 19,71 მლნ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი (534.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.5%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!