TaoNews.Ge

საქართველოში ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა იგეგმება

საქართველოში ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის კომპანია “ელბიტ”-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სსსტც „დელტას“ ბაზაზე ადგილობრივი ვაზნების საწარმოს შექმნის პროცესსა და წარმოების განვითარების პერსპექტივებზე. ​ თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ასევე განხილულ იქნა საქართველოში ერთობლივი სამხედრო წარმოების დანერგვისა და განვითარების გეგმები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!