TaoNews.Ge

რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია საზოგადოებას მოუწოდებს, საჯარო ადგილებში რუსული მუსიკა აღარ ჩართონ

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, მიმდინარეობს კამპანია რუსული პოპ-მუსიკის წინააღმდეგ, რაც საქართველოში რუსული მუსიკის მოსმენისა და ტირაჟირების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია საზოგადოებას მოუწოდებს, საჯარო ადგილებში რუსული მუსიკა აღარ ჩართონ. მიაღწევს წარმატებას?

„ეს სირცხვილი უნდა გახდესრესტორნის მეპატრონეს თუ ტაქსის მძღოლს უნდა შერცხვესრომ რუსულ მუსიკასმით უფრო, საკმაოდ მდარე ხარისხის რუსულ მუსიკას უსმენს“,  ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე.

მისი თქმით, რუსული მუსიკა საჯარო სივრცეში ორი მიზეზის გამო ისმის: ინერციით, რადგანაც ოდესღაც საბჭოთა სამყაროს ვეკუთვნოდით და რუსი ტურისტების საამებლად.

სამწუხაროდჩვენ რუსული წარსული გვქონდა და ეს ინერციით მოგვყვებამაგრამ თუ საზოგადოება ამას არ შეეწინააღმდეგასულ ასე იქნებაეს სახელმწიფო ჩვენი მტერია და ვისაც რა შეუძლია, უნდა გააკეთოს იმისთვისრომ რუსეთის გავლენა შემცირდესმით უფრო ახლაროცა ევროკავშირის კანდიდატობის წინაშე ვდგავართჩვენ შეგვიძლია მუსიკოსები ჩავრთოთ ამ კამპანიაშიმათ თავის მხრივ თავიანთი ფანები აიყოლიონ“, – ამბობს გიგა კობალაძე.

კამპანიის ორგანიზატორები აპირებენ მიმართონ სატრანსპორტო კომპანიებს, რესტორნებს, სხვა დაწესებულებებს და მოუწოდონ, არ ჩართონ რუსული მუსიკა. ასევე გეგმავენ ამავე სლოგანით გამართონ კონცერტები თბილისსა და აჭარაში, სადაც ტურისტული სეზონის დროს რუსული მუსიკა ყოველ ნაბიჯზე ისმის. გიგა კობალაძე ამბობს, რომ კამპანია უკვე ათასობით ადამიანმა მოიწონა და სასურველია, მასში ყველა ჩაერთოს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!