TaoNews.Ge

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა  საქართველოშია

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოშია

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

,,ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართება. ამჯერად, საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა  მიიღო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!