TaoNews.Ge

საქართველოში ვიზიტორების რიცხვი გაიზრდება

საქართველოში ვიზიტორების რიცხვი გაიზრდება

 

პრემიერ-მინისტრა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა  განკარგულებას რომლისთანახმადაც, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას დღეიდან შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები.

რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!