TaoNews.Ge

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ, ქართველი ჩოგბურთელები, სრულ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც სპორტსმენის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად ისახავს ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის შელახვას საერთაშორისო ასპარეზზე.

ისე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩვენც მხარს ვუჭერთ ცივილურ, მშვიდ და სამართლებრივ პროცესს, რომლის საშუალებითაც სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორსა და მედიას, დაელოდონ სასამართლო პროცესის დასრულებას და ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ. სპორტის გულშემატკივრებს კი ვერავინ ვერ მიგვითითებს, თუ რა ფორმით და როგორი ემოციით გავიზიაროთ ნიკა ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობა. კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგას. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!