TaoNews.Ge

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ზედიზედ მეცხრედ დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ზედიზედ მეცხრედ დაამარცხა

რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ესტუმრა და 29:16 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიაში 5 ლელო გაიტანეს და ბონუს ქულაც დაიმსახურეს.

დღესვე რუსეთის ნაკრებმა რუმინეთი 18:13 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველო  ჯგუფს 5 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 14 მარტს, სტუმრად ესპანეთთან გამართავს. მოგეხსენებათ, რაგბი ევროპას მიმდინარე გათამაშება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია და ამდენად, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს და შედეგი მთავარია.

პორტუგალია – საქართველო 16:27 (13:10)

ქულები: 3:0 პორტელა (12), 6:0 მარკესი (13), 6:5 მოდებაძე(19), 6:10 ბრეგვაძე (27), 11:10 როდრიგო (35), 13:10 მარგუეში (36), 16:10 მარგუეში (46), 16:15 ბაბუნაშვილი (48), 16:17 მათიაშვილი (49), 16:22 მამუკაშვილი (65), 16:27 ჯალაღონია (79)

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!