TaoNews.Ge

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა უხვგოლიანი მოგებით დაიწყო

საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს

С2 ლიგის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში С დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების საბოლოო მაჩვენებლები

საქართველო – 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
საბერძნეთი – 6 მატჩში 15 ქულა (10:2).
თურქეთი – 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი – 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!