TaoNews.Ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ჰყავს

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებ.ს ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!