TaoNews.Ge

საფრანგეთში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო

საფრანგეთში საჯარო მოხელეებს tiktok-ის, candycrush-ისა და netflix-ის გამოყენება აეკრძალებათ

საფრანგეთში საჯარო მოხელეების სამუშაო ტელეფონებში ყველა სახის სოციალური ქსელის ჩატვირთვა აიკრძალება. მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილების მიზანი თანამშრომლების კიბერუსაფრთხოების დაცვაა.

საფრანგეთის ეს გადაწყვეტილება, არ არის ერთადერთი ევროკავშირში, მაგალითისთვის მსგავსი აკრძალვა უკვე მიიღო ნიდერლანდების სამეფომ. თუმცა, ბრიუსელისა და ჰააგისგან განსხვავებით, საფრანგეთი ჩინურ tiktok-თან ერთად, სხვა დასავლურ აპლიკაციებსაც აკრძალავს.

“ეს განსატვირთი აპლიკაციები, არ გვთავაზობს კიბერუსაფრთხოების იმ დონეს, რომ ის გამოყენებული იქნას, ადმინისტრაციის ციფრულ მოწყობილობებში” – აცხადებს ციფრული გარდაქმნისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრი ჟან-ნოელ ბაროტი.

არსებულ აკრძალვებს tiktok-ი, candycrush-ი და netflix-იც ექვემდებარება.

მარტის დასაწყისში, ხელისუფლების პრესსპიკერმა ოლივერ ვერანმა თქვა, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტვირთა თავის სამუშაო ტელეფონში სოციალური მედიები, როგორიცაა instagram-ი და tiktok-ი. მაშინ პრესსპიკერმა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლება საჯარო მოხელეებისთვის ანალოგიურ კანონზე იწყებდა მუშაობას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!